მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგად მესმის როგორი ფსიქოლოგიური სტრესია, როცა ადამიანი მეწარმეობის პირველ ნაბიჯებს დგამს" - გახარია

5f3e4e2956766
ინგა მურუსიძე
20.08.20 14:57
806
კარგად მესმის, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესია, როცა ადამიანი დაქირავებული სამსახურის შემდეგ იწყებს კერძო ინიციატივას და მეწარმედ უნდა გახდომა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურში განაცხადა, სადაც მან საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა, ხოლო შემდგომ ახალი პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ წარადგინა.

„ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა ჩვენი პროგრამებით, ამას ყველაფერს, რომ მიკროგრანტები დავამატოთ.
მილიარდნახევარზე მეტი იქნა გაცემული სესხი და შეიქმნა ათობით ათასი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. დღეს სქართველოში საზოგადოებრივ ცენრებსა და იუსტიციის სახლებში შეგიძლიათ მიიღოთ ის მომსახურეობა, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების 700 თანამშრომელი არის გადამზადებული იმისთვის, რომ მოგემსახურონ და დაგეხმარონ ყველანაირი დოკუმენტაციის შევსებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი და რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

„მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესია, როცა ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ინიციატივას და მეწარმედ უნდა გახდომა და დგამს პირველ ნაბიჯებს. უდიდესი პრობლემაა ცოდნა, ბაზარი, არის ფსიქოლოგიური სტრესიც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეებმა ეს პირველი ნაბიჯი გადადგან. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ადამიანი ეუბნება სახელმწიფოს, დამეხმარე, რომ დავიწყო საქმიანობა, ხოლო ის შემდეგ დაასაქმებს მეზობელს და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.