10.თებერვალი.2019 19:43
ეკონომიკა

"კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს"

"კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი  მოეწყოს"
კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შენობის მოწყობისათვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა წყალტუბოს აღორძინებისთვის რომ დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა.

"ამ შენობის მოწყობისთვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს რომ წყალტუბოს აღორძინებისთვის დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგანაც შენობა არსებობს და კარგად ვიცნობ შიგნიდან, კარგი იქნება, რომ აქ საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი მოეწყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ქუთაისისა და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, წყალტუბო გამორჩეული კურორტია და მისი მსგავსი ევროპაში არ არის, გამორჩეულია თავისი ბაღებითა და არქიტექტურით.

წყარო: ipn.ge

23.აპრილი.2019 23:00
58

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 22:00
211

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
96

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
74

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
102

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:40
112

"ბიზნესს 168 მილიონი ლარი დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობის სახით"

ვრცლად