03.მარტი .2020 23:40

"კავკასიის ავტოიმპორტი" სომხურ​ ​ტელევიზიაში​ ​გასულ​ ​სიუჟეტთან​ ​დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

views 496
უკან

"კავკასიის ავტოიმპორტი" ავრცელებს განცხადებას სომხეთის​ ​ტელევიზიაში​ ​გასულ​ ​სიუჟეტთან​ ​დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კავკასიის ავტოიმპორტმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კავკასიის ​ავტოიმპორტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანია ​თავის მომხმარებელებს სთავაზობს დაკვეთით ავტომობილების საზღვარგარეთ შეძენას და ტრანსპორტირებას ამიერკავკასიის ქვეყნებში და უკრაინაში. ​კომპანიას ​გააჩნია 17 ​წლიანი ​მუშაობის ​გამოცდილება ​და ათიათასობით ​კმაყოფილი ​მომხმარებელი​. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ განახორციელა ასორმოცდაათიათასზე მეტი ავტომობილის ტრანსპორტირება სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით.

2019 ​წლის ​დასაწყისიდან ​სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო რეჟიმის დროებითი შერბილების გამო დრამატულად ​გაიზარდა ​მოთხოვნა ​ავტომობილების ​იმპორტზე. კომპანიამ სომხეთის რესპუბლიკიდან მიღებული დაკვეთების საფუძველზე 21,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რამაც ​მოახდინა ​საქართველოს ​შავი ​ზღვის ​პორტების ​გადატვირთვა​. ​ზოგიერთი მომხმარებლის (დილერის​) ​მხრიდან ​არ ​ხდებოდა ​კომპანიის ​მიმართ ​არსებული ​ვალდებულებების დროული ​დაფარვა ​და ​ხდებოდა ​მათი ​ავტომობილების ​ფოთის ​ლოჯისტიკურ ​სივრცეებში ​დიდი ​ხნით გაჩერება (​1​0 - ​60​ ​დღე​)​.

​ამ გარემოებამ, ​თავის ​მხრივ, ​გამოიწვია ​ახალშემოსული ​კონტეინერების გახსნის ​შეფერხება ​/ შეჩერება. ​შესაბამისად, ​კომპანია ​მნიშვნელოვანი ​თანხებით ​დაჯარიმდა საზღვაო​ ​ხაზების​ ​მიერ​ ​კონტეინერების​ ​დაგვიანებით​ ​დაცლის​ ​გამო​.

კომპანიამ ​გადაიხადა ​არსებული ​ჯარიმები ​და ​რეგრესის ​წესით ​მოსთხოვა ​იმ ​ზოგიერთ მომხმარებელს​, ​რომლებმაც ​არაგონივრული ​ვადით ​დატოვეს ​ავტომობილები ​ფოთის ​და ​ბათუმის ტერმინალების ​ლოჯისტიკურ ​სადგომებზე და რომელთა გამოც შეფერხდა ახლადშემოსული კონტეინერების დაცლის დაგვიანება, რამაც გამოიწვია კომპანიის საზღვაო ხაზების მიერ მნიშვნელოვანი ჯარიმების დაკისრება. მიუხედავათ ​მოთხოვნისა, ასეთმა მომხმარებლებმა, რომლებმაც კომპანიას მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ​უარი ​განაცხადეს ამ ზიანის ანაზღაურებაზე​, შესაბამისად კომპანიამ მოახდინა მათ მიმართ არსებული ზოგიერთი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა.

უფრო ​მეტიც​, ​ზოგიერთმა ​მათგანმა ​შანტაჟის ​მიზნით ​მიმართეს ​კანონით ​აკრძალულ ​ქმედებებს​, რაზეც ​კომპანია ​საქართველოს და საერთაშორისო ​კანონმდებლობის ​სრული ​დაცვით განახორციელებს​ ​შესაბამის​ ​ქმედებებს​.
აგრეთვე ​გასათვალისწინებელია​, რომ კომპანიაზე ​მიყენებული ​მნიშვნელოვანი ​ფინანსური ზიანის და ზოგიერთი ​მომხმარებლების ​უპასუხისმგებლო ​ქმედებებით ​გამოწვეული ​ლოჯისტიკური ​სიძნელეების მიუხედავად, ​კომპანიამ ​დათქმულ ​ვადებში ​უკლებლივ ​ყველა ​მომხმარებელს 2019 ​წლის 31 დეკემბრამდე​ ​ჩააბარა​ ​მათ​ ​მიერ​ ​დაკვეთილი​ ​ავტომობილები​", - წერია განცხადებაში.