მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასიის ავტოიმპორტმა" თბილისის საკრებულოსა და მაცხოვრებლებთან ერთად მორიგი გამწვანების აქცია გამართა

633addcdccb8d
BM.GE
03.10.22 17:09
462
2 ოქტომბერს, "კავკასიის ავტოიმპორტმა", თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტართან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გლდანის მე 8 მ/რ-ის სკვერში მორიგი გამწვანების აქცია გამართა. აქციაზე დიდფოთოლა ცაცხვის, მინდვრის ნეკერჩხლისა და უნაყოფო თუთის მოზრდილი ხეები დაირგო, რომლებიც გარემოსთან მარტივად ადაპტირებადია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ავტოიმპორტის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.

"კავკასიის ავტოიმპორტი" გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ხოლო გამწვანების აქცია ერთ-ერთია, რომელსაც კომპანია პერიოდულად სხვადასხვა ლოკაციებზე მართავს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოსისტემაზე ზრუნვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა.

NS