მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს ონლაინის" ახალი მეწილე პირველ კომენტარს აკეთებს - ექსკლუზივი

5f0f0bf07a21c
სალომე მეცხვარიშვილი
15.07.20 18:00
1697
BM.Ge-ს მიეცა საშუალება ჩაეწერა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის ახალი მფლობელები. აზერბაიჯანული “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი ამბობს, რომ “კავკასუს ონლაინის” აქციების შეძენასთან დაკავშირებით ადგილი აქვს გაუგებრობას და მისკომუნიკაციას მხარეებს შორის, რამაც გამოიწვია პრობლემები.

თემურ თაგიევის თქმით, როგორც კი ქართულმა მარეგულირებელმა უწყებამ “კავკასუს ონლაინს” დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებით, მათ მაშინვე წარადგინეს და ამაზე პრობოლემა არ შეუქმნიათ. აქედან გამომდინარე აზერბაჯიანული კომპანიისთვის გარკვეულწილად გაუგებარია კომისიის “მტრული” დამოკიდებულება მათ მიმართ.

“ვიცით, რომ საქართველოს წინა მთავრობა საქმის კურსში იყო ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით და იცოდა ჩვენი სტრატეგიის შესახებ, რაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ყოველთვის ვცდილობდით გამჭვირვალედ გვემოქმედა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოთხოვნისთანავე შევატყობინეთ ინფორმაცია კომპანიის მესაკუთრეების შესახებ. ამიტომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გაურკვევლობას, ან მისკომუნიკაციას ჩვენსა და კომუნიკაციების კომისას შორის, რამაც გამოიწვია ეს დიდი გაუგებრობა და პრობლემები. ასევე, მე როგორც ვიცი, იყო გარკვეული კომუნიკაცია, კავკასუს ონლაინის წინა ხელმძღვანელობასა და კომუნიკაციების კომისიას შორის. მაგრამ ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ გარიგების დადებამდე, ისეთი დიდი ჰოლდინგი, როგორიც ნექსოლ ჰოლდინგია, აუცილებლად განიხილავდა ამ გარიგებასთან დაკავშირებულ შესაძო რისკებს. გვჯერა, რომ საქართველოს იმდროინდელი მთავრობა სრულ საქმის კურსში იყო ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის წილების გასხვისებასთან დაკავშრებით, შესაბამისად ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ვიხილეთ კომუნიკაციების კომისიის ასეთი მკვეთრი პასუხი. რადგან კომისიის უკანასკნელი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტრულად განწყობილი იყო”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანია “ნექსოლი” ის ჰოლდინგია, რომელსაც აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი ფლობს და რომელმაც კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა. გარიგება ხმაურიანი და პრობლემატური გამოდგა. კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ტრანზაქცია მასთან არ შეთანხმდა და კავკასუს ონლაინის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ.

“ნექსოლ ჰოლდინგი” განმარტავს, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელიც საერთაშრისო ბაზარზე ოპერირებს საქართველოში საკმაოდ დიდი გეგმები აქვს და ეს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას უკავშირდება. 200-მილიონიანი პროექტი, რომლის ნაწილიც არის საქართველო, გულისხმობს ევროპიდან საქართველოს გავლით ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენას, ოღონდ ციფრული მიმართულებით. ნექსოლ ჰოლდინგში ამბობენ, რომ აღნიშული პროექტის საქმის კურსში იყო საქართველოს წინა პრემიერმინისტრი და ინფორმაცია წესით ახალ ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს.