საქართველოში საბითუმო ინტერნეტის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს, "კავკასუს ონლაინს" ავტორიზაციის შეჩერება ემუქრება. ამის მიზეზი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ კომპანიის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაა. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის წინ "კავკასუს ონლაინს" მეპატრონე შეეცვალა და ის "ნელგადო ლიმითედი" გახდა, მესაკუთრის ცვლილების შესახებ კი კომპანიამ მარეგულირებელს ინფორმაცია დაგვიანებით წარუდგინა, რაც კომისიის განმარტებით მისი რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს.
BMG-ისთვის გამოგზავნილ განმარტებაში კომისია აღნიშნავს, რომ მათ 2020 წლის 27 თებერვალს მათ განუხილველად დატოვეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 14 თებერვლის მომართვა შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების უკვე განხორციელებული ნასყიდობის ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემისა და ავტორიზაციის შეჩერების სანქციის გამოუყენებლობის შესახებ, რაც უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ კომპანიამ საკუთარ განცხადებაში არ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განსაზღვრული გარემოებები.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტება:
"თქვენი კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2020 წლის 14 თებერვალს მომართა კომისიას შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების უკვე განხორციელებული ნასყიდობის ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემისა და ავტორიზაციის შეჩერების სანქციის გამოუყენებლობის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. შპს „კავკასუს ონლაინი“ მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც აყენებდა ზუსტად ანალოგიურ მოთხოვნას, თუმცა კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნა, რომლის დეტალური არგუმენტაცია და დასაბუთება მოცემულია კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის №19-18/605 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.“
ვინაიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 14 თებერვლის წერილში არ არის მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შესახებ, აღნიშნული წარმოადგენს განცხადებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. შესაბამისად კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2020 წლის 14 თებერვლის მომართვა შპს „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის, კომპანია „ნელგადო ლიმითედის“ აქციების უკვე განხორციელებული ნასყიდობის ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემისა და ავტორიზაციის შეჩერების სანქციის გამოუყენებლობის შესახებ. ვინაიდან შპს „კავკასუს ონლაინს“ აღნიშნული განცხადებით კომუნიკაციების კომისიისთვის აქციების გასხვისებამდე უნდა მოემართა და არა აქციების გასხვისებიდან 5 თვის შემდეგ. კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინი უკვე ორჯერ დააჯარიმა აღნიშნული დარღვევის გამო, კომისია როგორც აქამდე მომავალშიც კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს,"- აღნიშნავს კომისია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი