მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუსის" ახალი მეწილე: კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს საინვესტიციო გარემოს

5f0f1652e7087
სალომე მეცხვარიშვილი
15.07.20 18:39
1296
BM.Ge-ს მიეცა საშუალება ჩაეწერა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის ახალი მფლობელები. აზერბაიჯანული “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი ეხმაურება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტს, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ შეიმუშავეს. 

აღნიშნული კანონპროექტი დიდი ალბათობით სწორედ “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის გასხვისების გამო დაიწერა. კანონპროექტით კომუნიკაციების კომისიას, ეძლევა შესაძლებლობა, კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას, როცა ამას თავად კომპანია არ აკეთებს. მაგალითად, "კავკასუს ონლაინის" შემთხვევაში, კომპანიის აქციებს, რომელიც კომისიის გარეშე გასხვისდა, პირვანდელ მდგომარეობაში, ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მფლობელობაში დააბრუნებს. “ნექსოლ ჰოლდინგში” ფიქრობენ, რომ ამ კანონპრეოქტის მიღება მთლიანად საქართველოს საინვესტიციო გარემოს დააზიანებს. 

“რაც შეეხება კანონპროექტს, ამ ნაწილში ჩვენი დამოკიდებულებაც ისეთივეა, როგორიც სხვა ძირითადი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა საქართველოში. ეს ცვლილებები არ არის მიმართული მხოლოდ “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ. წარმოდგენილი ცვლილებები ძირს უთხრის საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო ადგილის, პერსპექტივას. ტელეკომ ოპერატორებმა შეადგინეს საერთო წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, მხარდაჭერილი იქნება საქართველოში მოქმედი სხვა ბიზნესების მიერაც”,- ამბობს “ნექსოლ ჰოლდინგის” წარმომადგენელი.