მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კახეთის ტურისტული პოტენციალის მხოლოდ 65%-ია ათვისებული"

6161fae3bc73e
მარიამ იზორია
10.10.21 09:00
1352
„კახეთი საქართველოს ტურიზმის ვარსკვალავია“ ამის შესახებ „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

ნუცა აბრამიშვილის თქმით, კახეთის ტურისტული პოტენციალის ჯერჯერობით მხოლოდ 65%-ია ათვისებული, დანარჩენი ნაწილის განვითარება კი გრძელვადიანი პერსპექტივაა და 5 წლის განმავლობაში ამის ათვისებაც მოხდება, რაც მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

„კახეთი საქართველოს ტურიზმის ვარსკვლავია, ამ კუთხეს ეკონომიკაში უდიდესი როლი აქვს, კახეთი ღვინის ტურიზმის ცენტრია, ჩვენ გვაქვს მკვეთრად გამოხატული მეღვინეობა და მევენახეობა, რეგიონში უამრავი სასტუმრო და კომპლექსია, ამასთან უკვე კახეთით საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებიც ინტერესდებიან, ამის მიუხედავდ, ვიტყოდი, რომ კახეთის ტურისტული პოტენციალის მხოლოდ 65 %-ია ათვისებული, დანარჩენი კი ჯერ კიდევ ასათვისებელია, ამიტომ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და, ვფიქრობ, 5 წლის განმავლობაში ესეც მოხერხდება“ - აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.

ცნობისთვის, კახეთში, კერძოდ თელავში, მდებარე ღვინის კომპლექსი სასტუმროს, რესტორანს, სპას, ღვინის ბარსა და შუხმანის ღვინის სოფელს იზოლირებული ვილებით აერთიენაბს. აღსანიშნავია, რომ კომპანია უახლოეს მომავალში სასტუმროს ზღვისპირეთშიც ააშენებს.