თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს თხილის მოსავალი გაუარესებულია. უფრო კონკრეტულად, დასავლეთში აქტიურმა წვიმიანმა ამინდმა თხილის ლპობა გამოიწვა. ქარდავას განმარტებითვე, თუ გასულ წელს 100 თხილიდან გული 80-ს ჰქონდა, წელს ეს რიცხვი 50-60-მდეა შემცირებული.
ასოციაციაში თხილის ფასებზეც საუბრობენ. ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გლობალურ ბაზარზე კილოგრამი თხილის საექსპორტო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $1-ით შემცირდა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, ფასს ხარისხი ადგენს, სწორედ ამიტომ შემცირების ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება.
„თხილის დიდი ნაწილი ჯერჯერობით დაუკრეფავია, თუმცა ბაზარზე არსებულიდან შეიძლება ითქვას, რომ მოსავლის ხარისხი წელს გაუარესებულია. ეს წვიმებმა გამოიწვია და თუ გასულ წელს 100 თხილიდან გული 80-ს ჰქონდა, წელს ეს 50-60-ის ფარგლებშია.
გლეხები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ფასები შემცირებულია. გლობალურ ბაზარზეც საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 დოლარით არის დაწეული. ადგილობრივ ბაზარზე კი თხილის ხარისხი გაუარესებულია და ფასი შესაბამისია. კახეთში უკეთესი ხარისხის თხილია და აქ ფასების შემცირება არ შეინიშნება. კახეთში ფერმერები თხილის ჩაბარებას 7-8 ლარის ფარგლებში შეძლებენ. სამეგრელოში კი იმ პერიოდში, როცა თხილი გაშრება, საუბარია სექტემბრის დასაწყისზე, ფასი 4-5 ლარი იქნება. იქნება ხალხი ვისაც ცუდი ხარისხის გამო, სამ ლარიანი თხილიც ექნება“ - აცხადებს ის.
ლევან ქარდავა ექსპორტის მიმართულებაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, წელს ქვეყანაში დაახლოებით 10-15%-ით ნაკლებ თხილის მოსავალს ელოდებიან, შესაბამისად ეს საექსპორტო მაჩვენებელზეც აისახება.
„ექსპორტის კუთხით ლიდერი იქნება ევროპა. ქართული თხილის დიდი ნაწილი გერმანიაში გავა, შემდგომ კი იტალიაში. უკრაინაში ქართული თხილის 5% გადიოდა და ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება. მოსავალი წელს 10-15%-ით ნაკლები იქნება, ეს აისახება საექსპორტო მაჩვენებელზეც“ - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის: თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს ქვეყანა დაახლოებით 60 000 ტონა თხილის მოსავალს მიიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება