მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაზინოების მომხმარებლები, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში შემოდიან, აქ დიდ ფულს ტოვებენ" - ელჩი

601e4fe980c75
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 13:05
6271
თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთიდან შემოსული კაზინოების მომხმარებლები საქართველოში ტოვებენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ზუსტად არ ვიცით ეს რამდენია, თუმცა, ეს საინტერესო სტატისტიკა იქნება. არა მხოლოდ ბათუმში, ასევე თბილისშიც თურქეთიდან შემოსული ტურისტების შემოტანები კაზინოს ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ჩვენ კორონავირუსის პანდემიის დროს გავაანალიზეთ“, - დასძინა თურქმა დიპლომატმა.

ელჩმა საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ქართველი მწარმოებლების პროდუქცია უფრო დიდი რაოდენობით გავიდეს თურქულ ბაზარზე, საქართველო უნდა იყოს უფრო „აგრესიული“.

„ეს არ უნდა იყოს მთავრობაზე, ეს ბიზნესს ეხება. მე რომ ვყოფილიყავი ქართველი ბიზნესმენი, ვნახავდი რის იმპორტს ახორციელებს თურქეთი და რისი გაყიდვაც საქართველოს შეუძლია. ეს მთავარი კითხვაა. ჩვენ ვიცით ერთი გზა, რითიც შეგვიძლია საქართველოს დახმარება. არა მხოლოდ თურქეთში ექსპორტში, არამედ ზოგადად ექსპორტის გაზრდაში. ეს სტრუქტურული საკითხია. როგორ დაგეხმაროთ, რომ განავითაროთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები?! ჩვენ ეს ვისწავლეთ. თურქეთმა ექსპორტი ისწავლა 1990-იანი წლების შემდეგ. ჩვენი ეკონომიკის ფორმა შეიცვალა. ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, თურქეთ-საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს შორის საკმაოდ დიდი დისბალანსია. მაგალითად, მაშინ როდესაც 2019 წელს თურქეთიდან იმპორტის მოცულობამ მილიარდ 616,9 მლნ დოლარი შეადგინა, საქართველოდან ექსპორტი მხოლოდ 202,3 მლნ დოლარის ოდენობის იყო. ხოლო 2020 წელს ექსპორტმა 190,5 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი მილიარდ 406,9 მლნ დოლარი.