მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო ნებართვების დარღვევისთვის პირი ₾20 ათასით დაჯარიმდება"

63726d8ad7228
BM.GE
14.11.22 20:55
1347
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლითაც კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გაიზრდება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მოქმედი რეგულაციით მუნიციპალიტეტებში თუ რაიმე დარღვევა მოხდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მერიებს არ აქვთ უფლებამოსილება ჯარიმა გამოუწერონ.

მისი თქმით, ცვლილებები შედის, ასევე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. 

ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს არსებული კოდექსით თუ პირი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას დაიწყებს, მხოლოდ 6 ათასი ლარით ჯარიმდება თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებში 4 ათასი ლარით, დაბასა და სოფელში ათასი ლარით.

„აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან არაეფექტურია იმიტომ, რომ ჩვენ დედაქალაქის გარდა გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც ერთი კვადრატული მიწის ფასი უკვე 600-800 დოლარია. აქედან გამომდინარე ნათელი, რომ დღეს მოქმედი რეგულაცია ვერ აკეთებს პრევენციას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს უკანონო მშენებლობები სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ გაიზარდოს ჯარიმები.

პირველ ჯერზე ეს არის 25 ათასი ლარი და შეჩერების დადგენილება. უკანონო მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში გათვალისწინებული 50 ათასი ლარი და თუ მშენებლობა კვლავ გაგრძელდება მაშინ უკვე სისხლი სამართლის საქმე აღიძრება.

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო ნებართვების დარღვევისთვის შემოდის 20 ათას ლარიანი ჯარიმა. ეს ეხება მხოლოდ მე-3 და მე-4 კლასს ანუ სადაც კორპუსებს აშენებენ, ხოლო სადაც 1-ელი და მე-2 კატეგორია ანუ ორსართულიან სახლამდე მშენებლობებია, ჯარიმები არ გაიზრდება“, -აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.