ჯანდაცვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის სანდრო ურუშაძის შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებმა კერძო სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა.
„საქმიანი დილის“ ეთერში ურუშაძე მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დონორებისგან მიღებული ფულადი რესურსი რამდენიმე სახელმწიფო საავადმყოფოს ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ურუშაძე თვლის, რომ სახელმწიფო ხელოვნურ კონკურენციას ქმნის.
„ბოლო პერიოდში კერძო სექტორი დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ არის, რასაც რამდენიმე პირობა განაპირობებს. პირველი - ეს იყო 520-ე დადგენილება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ინტენსიური ქირურგიის სხვა დარგების დაფინანსება და ეს ეტაპობრივად გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა კლინიკებისთვის, რომლებიც ყველაზე წარმატებულები არიან.
მეორე - ეს არის კოვიდ 19-ით გამოწვეული შედეგები, მნიშვნელოვნად შემცირდა კლინიკებში პაციენტების მისვლა, ბევრი კლინიკა მხოლოდ კოვიდზე იყო ორიენტირებული, გეგმური ოპერაციები შემცირდა და შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.
მესამე - არის ახალი სალიცენზიო მოთხოვნები, რომელზეც დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწიათ კლინიკებს. ამ ფონზე ჩვენ იმის ნაცვლად რომ მხარი დავუჭიროთ კერძო სექტორს, ვიღებთ გრანტებს და ინვესტირებას ვაკეთებთ რუხის კლინიკის განვითარებაში, ვის სჭირდება ამ წუთში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როდესაც ჩვენ არ გვაქვს საკმარისი თანხა სერვისების დაფინანსებისთვის?
თუ ჩვენ გვინდა კერძო სექტორი დავტოვოთ თამაშგარე მდგომარეობაში და დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას როცა სახელმწიფო ფლობდა, მართავდა და აფინანსებდა თავის კლინიკებს, მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირს მივიღებთ. იმიტომ კი არა რომ სახელმწიფო სექტორს არ შეუძლია კარგი მუშაობა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გაცილებით ხარჯიანი, ძნელი იქნება იქ ხარისხის დაცვა. მითხარით ერთი სახელმწიფო კლინიკა რომელშიც წასვლას გადაწყვეტთ თუ დაგჭირდათ, რა გამოცდილება გაქვს სახელმწიფო კლინიკებთან მართვის, რატომ ვტენით ფულს? რატომ უნდა გაუწიო ხელოვნურად კონკურენცია წარმატებულ კერძო კლინიკებს სახელმწიფო სექტორმა, როცა ეს არ არის საჭირო", – განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ინვესტიცია უნდა დაიხარჯოს პერსონალის განათლებაში, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებში, კლინიკური სტანდარტების დანერგვასა და პრევენციულ ღონისძიებებში.
"მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ კერძო სექტორი არასასურველი ნათესავის, გერის როლშია, თითქოს სახელმწიფო პასუხისმგებელი მხოლოდ იმ საავადმყოფოებზეა, სადაც აბრაზე სახელმწიფოა, ასე არაა. თუ გვინდა მათ შორის ონკოპაციენტებმა მიიღონ ხარისხიანი დახმარება, აღარ იარონ უცხოეთში, სამართლიანი უნდა იყოს დამოკიდებულება ორივე სექტორის მიმართ, ამით მოიგებს პაციენტიც, სამინისტროც და ბიუჯეტიც, იმიტომ რომ არ მოუხდება არასაჭირო ინფრასტრუქტურული ხარჯების გაწევა.“ - განაცხადა ურუშაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი