მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"KETTARI-ის ფონდი კრეატიული ინდუსტრიის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობას იწყებს"

633dacf4e4c19
ალა ისპირიანი
05.10.22 21:00
550
KETTARI-ის ფონდი კრეატიული ინდუსტრიის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობას იწყებს - ამის შესახებ საინვესტიციო ფონდი KETTARI-ის განვითარების დირექტორმა სერგი გვარჯალაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კრეატიული ინდუსტრია საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარების ყველა მონაცემი აქვს.

"საგანმანათლებლო პროცესში წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს საინფორმაციო გამოსვლები, როგორც ეთნო ფესტივალზე, ისე ცალკეულ ღონისძიებებსაც ვაკეთებთ. ეს არის ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრებაზე, როგორ მოხდეს მისი მონეტიზაცია და სხვა. მაგალითს მოგიყვან Netflix-სს, რომელიც ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაციაა იგი ნიგერიული კრეატიული ინდუსტრიის დაფინანსებას იწყებს. ეს არის, როგორც კინო, ისე IT ინდუსტრია, რომელიც საკმაოდ მძლავრია ნიგერიაში. ლაგოსი ერთ-ერთი ცენტრია რეგიონში და ჩვენი მიზანიც ესაა, რომ აქეთა რეგიონშია ასეთივე ცენტრი გავხდეთ, ამის ყველანაირი მონაცემი გვაქვს.

არის უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც ენერგია და პოტენციალი აქვს, რომ სიახლეები შემოგვთავაზოს. ამის მაგალითია ის პროექტები, რომელიც ჩვენთან აქსელერატორში შემოდის. ძალიან საინტერესო პროექტებია, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან დიდი მომავალი აქვს. თუმცა მათ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია - მეტი კაპიტალი, ზოგ შემთხვევაში გარკვეული ნოუ -ჰაუ და ა.შ", - ამბობს იგი.

ცნობისთვის: KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყნის, 4 კონტინენტზე ოპერირებს და საქართველოში ფართომასშტაბიან საქმეს უყრის საფუძველს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს, განვითარების საწყის ეტაპზეა.