მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიბერთაღლითობის სქემები მომავალში მეტად დაიხვეწება" - ალექსანდრე ძნელაძე

604f382086d4e
ლიკა გურაბანიძე
15.03.21 20:45
642

“2021 წელს, კიბერთაღლითებისგან ისეთი სქემებია შემოთავაზებული, რომ გათვითცნობიერებული ადამიანისთვისაც კი რთულია გარჩევა ეს თაღლითობაა თუ არა", - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ ფიშინგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რომლის წინაშე 2021 წლის დასაწყისშივე დადგა ქვეყანა.

"თუ 2019 წელს კონკრეტულმა გაფრთხილებებმა არსებული პრობლემების ლოკალიზება მოახდინა, 2021 წელს, ახალი სქემებია შემოთავაზებული.

თაღლითობის სქემები მომავალში მეტად დაიხვეწება. მაგალითად გირჩევდით, რომ თქვენი ინტერნეტ ბანკი Google-ს სისტემით არ მოძებნოთ. ასევე საჭირო ვებ-გვერდის მისამართი საკმაოდ ყურადღებით უნდა მოძებნოთ, რადგან იქ შეიძლება მხოლოდ ერთი ასოს ცდომილება იყოს და ამან "ფიშინგი" გამოიწვიოს. ეს მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის არ არის პრობლემური, ეს პრობლემურია იურიდიული პირებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ კიბერთაღლითების მსხვერპლი 5-6 წელია მსოფლიოს მასშტაბით ბანკი არ გამხდარა. საბანკო სექტორი დაცულია, რასაც მომხმარებლებზე ვერ ვიტყვით", - აღნიშნა ძნელაძემ.