მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიდევ უფრო რთული პერიოდი დაიწყება შემოდგომიდან" - EUGBC

609e76a299290
ინგა მურუსიძე
14.05.21 17:35
1165
საქართველო - ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე აცხადებს, რომ Covid-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების ისეთი ფორმა უნდა იყოს შემუშავებული, რაც არსებულ სიტუაციასთან იქნება შესაბამისობაში. დღეს ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრები ინტენსიური უნდა გახდეს.

"უნდა შევჯერდეთ, რომ უახლოეს მომავალში შევიმუშავოთ რეგულაციების ერთი ფორმა, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. ეს რეგულაციები უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც დღეს ხდება. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი - რას ვთავაზობთ უკვე ვაქცინირებულ ბიზნეს სექტორს? ვინაიდან ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ბიზნესისთვის იქნება შესაბამისი რეგულაციების მიღება, იქნება ეს რესტორატორების მიმართულება, ტურიზმი თუ სხვა სექტორები, რომლებიც ელოდებიან ვაქცინაციის შემდგომ რეგულაციებს.

რეგულაციები უნდა იყოს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაც დღეს ქართულ ეკონომიკაშია. ჩვენ მაგალითად ვსაუბრობთ რესტორატორთა თემაზე, თუ რესტორანში ყველა იქნება ვაქცინირებული, ალბათ რეგულაციებიც მორგებული უნდა იყოს ამ პროცესს", - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

მანვე ეკონომიკურ კრიზისზეც ისაუბრა. "კიდევ უფრო რთული პერიოდი დაიწყება შემოდგომიდან, როცა კიდევ უფრო მეტი უმუშევარი ხელფასდაკლებული და დროებით უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქე გვეყოლება. უნდა ვეცადოთ ყველამ, ბიზნეს სექტორმა ხელისუფლებამ, ბიზნეს ასოციაციებმა, რომ გამოვძრეთ ამ სიტუაციიდან", - აღნიშნა მან.