მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკა, რომელიც უარს იტყვის კოვიდინფიცირებულის მართვაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს"

6259a919bd24a
ალა ისპირიანი
15.04.22 22:39
1719
ახალი დადგენილების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე ყველა კლინიკას ვალდებულება აქვს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღოს - ამის შესახებ “სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა.

მაია მახარაშვილის განმარტებით, კლინიკას, რომელსაც შესაძლოა არ ჰქონდეს კოვიდ პაციენტის მოვლის შესაძლებლობა ან კომპეტენცია, ის მაინც ვალდებული იქნება ასეთი პაციენტი მიიღოს. 

„უკვე გაჩნდა დადგენილება, რომლის მიხედვით ნებისმიერმა კლინიკამ კოვიდინფიცირებული უნდა მართოს. თუ რომელიმე კლინიკა მომავალში ამაზე უარს იტყვის, ის ავტომატურად დაკარგავს უფლებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.

აქამდე ასეთი განკარგულება არ არსებობდა.

ზოგიერთი კლინიკა შესაძლოა ძალიან ვიწრო სპეციალიზაციისაა, რომელსაც უბრალოდ უნარი არ ჰქონდა ასეთი ტიპის პაციენტები ემართა. მათი ლიცენზირებული ექიმები, გასაგებია ომის პირობებში ნებისმიერმა დახმარება შეიძლება გაუწიოს, მაგრამ რეალურად ის თერაპიული თუ რეანიმაციული მოვლა შეიძლება ვერ გაეკეთებინათ, თუ ამის კომპეტენცია და საშუალება არ ჰქონდათ. ახლა დადგენილების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე ყველა კლინიკას ვალდებულება აქვს, რომ მიიღოს კოვიდინფიცირებული პაციენტი, შეუძლია მას ეს თუ არა“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.