მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკაში არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა" - რაში ხედავს გამოსავალს გოჩა ინგოროყვა

5dfa17e4b1430
ინგა მურუსიძე
18.12.19 16:15
2942
ინგოროყვას კლინიკაში არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა, ექიმს ავადმყოფის მიტოვების უფლება არ აქვს, - ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინგოროყვას კლინიკა ყველაზე მრავალპროფილურია და არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა.

„ეს შეხვედრა არ იყო შეთანხმების შეხვედრა, შეიკრა გუნდი და პროფესიონალების ნაწილი, რომელმაც უნდა იმუშაოს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანისთვის. დღეს მე კოლეგებს ვუთხარი, რომ ყველას გვაღელვებს ეს საკითხები - აუცილებლად უნდა იყოს სელექტიური კონტრაქტები და ფასები გათანაბრებული. ახალმა მინისტრმა ეს ინიციატივა დაიწყო და მისასალმებელია, რომ გათანაბრდება ფასები და დაიწყება სელექტიური კონტრაქტები. პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯის წარმოქმნას აქვს თავისი ფორმულები, სტანდარტები, რომელსაც ალბათ ერთად შევისწავლით. არის ასევე მეორე თემა, რაზეც უკვე ორი წელია ექიმები კულუარებში ვსაუბრობთ, რომ ფასების გაერთიანება უნდა მოხდეს და უნდა იყოს სელექტიური კონტრაქტები, რომ ავადმყოფის მკურნალობისთვის უფრო კარგი სიტუაცია შეიქმნას“, - განაცხადა გოჩა ინგოროყვამ.

მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმისთვის, რომ სამინისტრომ და სამედიცინო სფერომ ერთმანეთს წინადადებები წარუდგინონ და მეორე მხარემ ის მიიღოს.

„ექიმს სამინისტროს გარდა სხვა პატრონი არ ჰყავს და სამინისტროს ექიმის გარდა პაციენტთან ურთიერთობაში ექიმის გარდა სხვა თანამშრომელი არ ჰყავს. ამიტომ ეს უნდა იყოს ორმხრივი ორგანიზმი, რომელიც ერთიანად იმუშავებს. ცალ-ცალკე მუშაობით არაფერი გამოვა და პაციენტები დაზარალდებიან. გადაწყვეტილებები ერთ დღეში ვერ იქნება მიღებული. უნდა დავსხდეთ, ვიმუშაოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ შეგვიწყვეტია. ექიმს არ აქვს უფლება პრობლემების გამო ავადმყოფი მიატოვოს. შეამოწმეთ, პროცესი არ შეწყვეტილა. ჩვენი კლინიკა არის ყველაზე მრავალპროფილური საავადმყოფო და არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა, ხოლო ფინანსები არის თუ არა საკმარისი, ეს სხვა მსჯელობის თემაა", - განაცხადა ინგოროყვამ.