მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოდალამ" ისტორიულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოების წარმოება დაიწყო

622ed918d5782
მარიამ იზორია
20.03.22 21:13
815
სოციალურმა საწარმომ კოდალამ ისტორიულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოების წარმოება დაიწყო. კომპლექტი “დიდგორის ციხე” ასაწყობ ციხე-სიმაგრეს, 2 მშვილდოსანს, 2 ცხენოსან, 4 შუბოსანს და 2 კარიბჭეს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საკოლექციო სიაში ბასიანისა და ბირთვის ციხეც იქნება წარმოდგენილი.

როგორც “კოდალას” დამფუძნებელი კოტე სვანაძე bm.ge-სთან ამბობს, "კოდალას" ისტორიულ მოტივებზე შექმნილი სათამაშო ქსელში ჯერ არ შესულა, თუმცა უკვე რამდენიმე ათეული მომხმარებელი რიგშია. 

“ეს არის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი პირველი ქართული, შემეცნებითი სერიული ეკო-მეგობრული სათამაშოები "კოდალასგან". ჯერჯერობით ქსელში არ შეგვიტანია, თუმცა ჩვენს გვერდზე ინფორმაციის განთავსების შემდეგ უკვე რამდენიმე ათეული მომხმარებელია რიგში. გაყიდვაში თვის ბოლოს ჩაეშვება, რაც შეეხება ფასს, კოდალას ახალი სათამაშოს სააქციო ფასი 59 ლარია”, - ამბობს სოციალური საწარმოს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „კოდალა“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. საწარმო 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ავეჯს ამზადებს. საწარმო, რომლის თვიური წარმადობა 10 000-მდე ერთეული სათამაშოა, ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს. პროდუქციის ფასები 5-დან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.