მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოდალას" სათამაშოები Amazon-ზე განთავსდება

620f94a7cf647
მარიამ იზორია
18.02.22 21:50
1422
„კოდალას“ სათამაშოები მიმდინარე წლის მარტიდან Amazon-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიის დამფუძნებელი კოტე სვანიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ევროპის Amazon-მა „კოდალას“ ნაწარმის განთავსების სურვილი თავად გამოთქვა და ამ დროისთვის 100 ერთეული სათამაშო უკვე გაგზავნეს. კოტე სვანიძე იმასაც ამბობს, რომ ევროპის შემდეგ „კოდალა“ აშშ-ის Amazon-ზე დაიწყებს მუშაობას.

„ევროპის Amazon-მა პლატფორმაზე ჩვენი სათამაშოების განთავსების სურვილი თავად გამოთქვა. კომპანიას სურს, რომ სათამაშოები ჩვენი ესკიზით დავამზადოთ, ამასთან მათ „კოდალას“ ნაწარმზე ექსკლუზივი მოიპოვეს. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ხშირად დამკვეთს თავისი დიზაინი აქვს, რომელსაც უნდა მოვერგოთ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ. საწყისად 100 ერთეული სათამაშო გავგზავნეთ, სავარაუდოდ რაოდენობებს გაზრდიან. საფასო პოლიტიკაზეც შევჯერდით, ჩვენს სადილერო ფასებად მივაწვდით, ამას დაემატება თითო სათამაშოს ინდივიდუალური შეფუთვა.

Amazon-თან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, ჯერ ევროპის ბაზარს მოვიცავთ, ამის შემდეგ კი ამერიკის Amazon-ზე გავალთ“, - ყვება „კოდალას“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „კოდალა“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. საწარმო 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ავეჯს ამზადებს. საწარმო, რომლის თვიური წარმადობა 10 000-მდე ერთეული სათამაშოა, ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს. პროდუქციის ფასები 5 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.