04.სექტემბერი .2019 10:00

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელით შემოდის

views 219
უკან

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ თავის პორტფოლიო გააფართოვა და ახალი ენერგეტიკული სასმელის Coca-Cola Energy-ის წარმოება დაიწყო.

კომპანია Coca-Cola-მ პროდუქტის წარმოებისთვის არჩევანი რეგიონის მასშტაბით, საქართველოზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ბაზარსა და ინოვაციური ჰაბზე შეაჩერა. სწორედ ერთი თვის შუალედში, ინგლისის და ესპანეთის შემდგომ, ახალი პროდუქტის წარმოება საქართველოშიც დაიწყო.

“Coca-Cola-ს შესანიშნავი გემოვნური თვისებებით და შეგრძნებით, რომელიც მომხმარებელს ძალიან უყვარს, Coca-Cola Energy შეიცავს ბუნებრივი წყაროებიდან მიღებულ კოფეინს, გუარანას ექსტრაქტს, B ვიტამინს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, სხვა ენერგეტიკული სასმელებსგან განხვავებით არ შეიცავს ტაურინს.

აღსანიშნავია, რომ გუარანა მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბუნებრივად იზრდება. გუარანა შეიცავს 5-ჯერ მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა, თუმცა მისი უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ გულის რიტმზე და ნერვულ სისტემაზე უარყოფითად არ მოქმედებს რაც აიხსნება იმით, რომ ორგანიზმის მიერ მისი შეწოვა ნელა ხდება. მის შემადგენლობაში შედის ასევე მრავლობითი მიკრო ელემენტები, ისეთი როგორიცაა თუთია, ნატრიუმი, მაგნიუმი და ვიტამინები.
გუარანას აქვს მატონიზირებელი თვისებები: ორგანიზმს მატებს ფიზიკურ ძალას და გამძლეობას, ინტენსიური დატვირთვის შემდეგ უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფ აღდგენას. აუმჯობესებს ემოციურ ფონს.

ტაურინი კი რომელსაც კოკა-კოლა ენერჯი არ შეიცავს, წარმოადგენს ამინოსულფიდის მჟავას, რომელიც პირველად ხარის ნაღვლის წვენიდან 1827 წელს, გერმანელი მეცნიერების მიერ იქნა გამოყოფილი.

მიუხედავად იმისა რომ, ადამიანის ორგანიზმშიც ხდება მისი სინთეზი, ასევე საჭიროა მისი მიღება საკვებიდან. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, მათ შორის მხედველობის დაქვეითება, კუნთოვანი სისტემის მოდუნება.

მაგრამ ტაურინი კოფეინთან ერთად წარმოადგენს ენერგეტიკულ ნაზავს, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს გულის და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. რაც გამოიხატება სწრაფ აღგზნებადობაში, უძილობაში, ნერვულის სისტემის გამოფიტვაში”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა