THE COCACOLA COMPANY საქართველოში კომპანია “ორი ნაბიჯის” დაკვეთით წარმოებული სასმელის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ასაჩივრებს. საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი და პოპულარული ბრენდის კოკა-კოლას მიმსგავსებულ სასმელზე, რომელიც "ორი ნაბიჯის" ქსელში ბოლო პერიოდში გამოჩნდა. სასმელი "კოკო-კოლას" როგორც სახელწოდებით, ისე ვიზუალით ჰგავს.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” იურისტი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია მომხმარებელი შეცდომაში შევიდეს და მოტყუვდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ეტაპზე "ორი ნაბიჯის" ქსელში "კოკა-კოლას" ბრენდი წარმოდგენილი საერთოდ არ არის.
“"ორ ნაბიჯთან" ჩვენ არ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა და არ იყიდება "კოკა-კოლის" პროდუქცია "ორი ნაბიჯის" ქსელში. ჩვენთანაც შემოდის საყვედურები თუ რატომ არ არის ჩვენი პროდუქცია "ორ ნაბიჯში" წარმოდგენილი, შესაბამისად, ჩვენი ლოიალური მომხმარებელი შეიძლება შეცდომაში შევიდეს, რადგან ძალიან დიდი მსგავსებაა პროდუქტებს შორის ვიზუალურად", - აცხადებს "კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯიას” იურისტი ბაჩო გაბუნია.
საქპატენტის გადაწყვეტილება "ორი ნაბიჯის" დაკვეთით წარმოებული სასმლის “აი კოლას” სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე გასაჩივრებულია.
THE COCA COLA COMPANY-ის იურისტი ნიკოლოზ გოგილიძე გვიყვება, რომ იმ შემთხვევაში თუ საქპატენტი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას გააუქმებს, "ორმა ნაბიჯმა" "კოკა-კოლასთან" მიმსგავსებული სასმლის წარმოება და რეალიზაცია უნდა შეაჩეროს.
კითხვაზე რა ბერკეტები აქვს კომპანიას იმ შემთხვევაში თუ საქპატენტი მათ სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იურისტი BM.GE-ის პასუხობს, რომ საერთაშორისო ბრენდი ამ შემთხვევაში დავას სასამართლოში გააგრძელებს.
“გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ეს დავა მიმდინარეობს, თუ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემა არ იმუშავებს, ეს ზიანს ქვეყანასაც მიაყენებს. რაც შეეხება "კოკა-კოლას", კომპანია ყველგან იცავს თავის სავაჭრო ნიშანს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად განმასხვავებელი იყოს ეს ნიშანი ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა თქვენ შედიხართ მაღაზიაში, არ დაგჭირდეთ ზედმეტი ყურადღების გამოჩენა, რომ ის პროდუქტი აიღოთ, რომელიც თქვენ გინდათ”, - აცხადებს THE COCA COLA COMPANY-ის იურისტი ნიკოლოზ გოგილიძე.
ცნობისთვის, საქპატენტმა "ორი ნაბიჯის" დაკვეთით წარმოებული სასმლის სავაჭრო ნიშანთან მიმართებით "კოკა-კოლას" საჩივარზე გადაწყვეტილება მომავალ კვირაში უნდა მიიღოს.
როგორც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში" ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ბრენდი დავას სასამართლოში დაიწყებს, მას შეუერთდება "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც", რომელსაც აღნიშნული სასმლის ბაზარზე გამოჩენით როგორც რეპუტაციული, ისე ფინანსური ზიანი ადგება.
რაც შეეხება "ორ ნაბიჯს", BM.GE შეეცადა მათგანაც მოესმინა პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს