მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლასა" და BMG-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6023cd2c59c6e
თათია კაკიაშვილი
10.02.21 16:31
2651
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და BMG-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი "კოკა-კოლას" ახალ ქარხანაში მოეწერა, სადაც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BMG-ის გუნდის წევრებს 6 ჰა ფართობზე გაშენებული სივრცე დაათვალიერებინა და წარმოების პროცესიც გააცნო.

"BMG-ისთან გვაქვს ძალიან ხანგრძლივი, სტაბილური, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა და შემოვიღეთ ასეთი ფორმა - ხელშეკრულება ფაქსით კი არ გავცვალოთ, არამედ BMG-ის ჟურნალისტებს გავაცნოთ წარმოების პროცესი, „კოკა-კოლას“ მართვის შინაარსი, მისი საიდუმლოებები იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იცოდნენ ჟურნალისტებმა“ , - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით, თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად გაშუქდება კომპანიის სხვადასხვა აქტივობები. ამასთან, გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლის მხარდაჭერასაც თემურ ჭყონია BMG-ის გუნდთან ერთად 2021 და შემდეგი წლების განმავლობაში აპირებს.

„ამ მემორანდუმის უკან არის ის განსახორციელებელი პროექტები, რომელზე ფიქრიც დღეს არის დაწყებული 2022-2023 წლებისთვის. თემურ ჭყონიასთან, ძირითადად, ყოველთვის ასეთ ტემპში ვართ, სხვანაირად წარმოუდგენელია. BMG, სავარაუდოდ, განსაკუთრებით ბიზნეს იდეების აქსელერაციის და განხილვის მიმართულებით ამ და სხვა ტიპის ფორმატებს დასტარტავს წლის განმავლობაში, რომლებიც განსაკუთრებით რეგიონებში მყოფ ადამიანებს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეები, მისცემს განვითარების სტიმულს და მეორე მხრივ შანსს, რომ იპოვონ გარანტირებული ინვესტორები“, - განაცხადა BMG-ის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ.

„რეგიონებში არიან ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენები, რომლებიც არაჩვეულებრივად უვლიან თავიანთ მხარეებს. ეს არის როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით. ძალიან საინტერესო იქნება მათი წინ წამოწევა როგორც მოტივაციისთვის, ასევე, ვაჩვენებთ სხვებსაც, რა დიდ სიმდიდრეს ფლობს ინტელექტუალურად საქართველოს სხვადასხვა კუთხე“, - დასძინა თავის მხრივ თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა იყოს სტაბილური და ხანგრძლივი და "კოკა-კოლასა" და "ბიემჯის" შორის გაფორმებული მემორანდუმი ამის კიდევ ერთი დასტურია.