მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათი იმ ფორმით, რა ფორმითიაც უკვე 7 თვეა მოქმედებს, შეურაცხმყოფელია"

607160aa1a114
ინგა მურუსიძე
10.04.21 12:40
3502
"კომენდანტის საათი" იმ ფორმით, რა ფორმითიაც უკვე 7 თვეა მოქმედებს, ძალიან შეურაცხმყოფელია," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, საკმარისი პროტესტის გრძნობა არ გვაქვს, საკმარისად არ ვაპროტესტებთ. არ ვიცავთ საკუთარ უფლებებს და თუ საკუთარ უფლებებს არ დავიცავთ საკმარისად, ალბათობა იმისა, რომ ვიღაც მოვა, უფლებებს გვიბოძებს და გვეტყვის, რომ აგერ თქვენ სახელმწიფო თქვენს უფლებებთან ერთად - არ მოხდება არასდროს. ზუსტად იმდენი უფლებები გვექნება, რამდენსაც მოვითხოვთ.

კომენდანტის საათი იმ ფორმით, რა ფორმითიაც უკვე 7 თვეა მოქმედებს, ძალიან შეურაცხმყოფელია. ეს არის დამცირება საკუთარი მოსახლეობის და დამოკიდებულება, რომ მე როცა გეტყვი მაშინ უნდა წახვიდე სახლში. მაგრამ, ეს არ ვრცელდება პრივილეგირებულ ჯგუფებზე, ვაქცინაციისთვის არაფერს გავაკეთებ და ამას გამოვიყენებ პოლიტიკური კონტექსტით, არასწორია.

ძალიან ვბრაზდები, რომ ვერ ვსწავლობთ კარგად საკუთარი უფლების დაცვას, ყველა პროტესტი არის მარგინალიზებული და ეს საბჭოთა დროიდან ასეა. აქტივისტები, რომლებიც ყოველ დღე იბრძვიან ამისთვის, ძალიან დასაფასებელი არიან“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის „კომენდანტის საათის“ არსებობა იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოში მოქმედებს, მიუღებელია.

„ადამიანს სავარჯიშოდ უნდა გასვლა, გასეირნება უნდა და ეს შეზღუდულია იმ ფონზე, როცა ვხედავ, რომ ვიღაცა პრივილეგირებულია. მე ვფიქრობ, გადაადგილების შეზღუდვა იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოშია დაწესებული, ძალიან მცირე ქვეყნებშია შემორჩენილი. თუ ეს არ გავაპროტესტეთ, არაფერი გამოვა“, - განაცხადა ქადაგიძემ.