მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომერციულად ვაქცინის შეძენა 30 000 ადამიანს სურდა" - ნიკოლოზ გამყრელიძე

6075e6909cd93
ანუკა ჯოხაძე
14.04.21 00:40
3379
კომერციულად ვაქცინის შეძენა 30 000 ადამიანს სურდა, - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განუცხადა. როგორც ის ამბობს, ძირითადი მოთხოვნა 55 წლის ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში იყო, რადგან 55 წლის და უფრო დიდი ასაკის ადამიანებისთვის ASTRAZENECA-ს ვაქცინა ისედაც ხელმისაწვდომი იყო.

მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტის გამო კომერციული გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა გადაიდო, თუმცა მოლაპარაკებები კონკრეტულ მწარმოებლებთან გრძელდება.

“ჩვენ დაახლოებით გათვლა გვქონდა, რომელიც ემყარებოდა კონკრეტულ მოთხოვნებს. მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების მხრიდან იყო. განაცხადი გაკეთებული 30 000 ადამიანზე გვქონდა, რომ მათი ორი დოზით აცრა მომხდარიყო. ეს მოთხოვნა გვეჭირა ხელში. ჩვენ ვაქცინის ამ პარტიის შემოტანას მთლად კომერციულად არ ვუყურებდით, თუმცა საფუძველი კომერციულია, გვჯერა რომ ვაქცინაციით მალე გაიხსნება ქვეყანა და ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად დაიწყება. ეს არის ჩვენი ხედვა. მგონია, რომ მოთხოვნა მაინც არსებობს და იარსებებს, იმიტომ რომ დღეს არსებობს კრიტერიუმები, რითაც ვაქცინა ახალგაზრდებისთვის შეზღუდულია. ნებისმიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე მგონია, რომ მოთხოვნა არსებობს და იარსებებს კიდეც.”-ამბობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.