მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანია თქვენს სამსახურიდან გათავისუფლებას არ გეგმავს" - Twitter-ის წერილი თანამშრომლებს

63568982ce555
თათია კაკიაშვილი
24.10.22 17:00
398

Twitter-ის გენერალურმა მრჩეველმა შონ ედგარტმა თანამშრომლებს ხუთშაბათს ელ-ფოსტაზე მისწერა, რომ კომპანია თანამშრომლების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას არ გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე კი The Washington Post-ი წერდა, რომ ილონ მასკი გარიგების საბოლოოდ დასრულებისა და Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ, კომპანიის 7500 თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლებას აპირებდა

ამასთან, Reuters-ის მიხედვით, Twitter-ის ამჟამინდელი მენეჯმენტის გეგმა 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის სახელფასო ფონდის 800 მილიონი დოლარით შემცირებაა. ამავდროულად, Washington Post-ის ცნობით, პერსონალის გათავისუფლების და ხარჯების შემცირების ფართო გეგმები უკვე არსებობდა მანამ, სანამ მასკი კომპანიის შესყიდვას გადაწყვეტდა.

თავად კომპანია Twitter-ი საერთაშორისო მედიისთვის კომენტარს არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა თავდაპირველად Twitter-ის შეძენის შესახებ აპრილში განაცხადა, მაგრამ გარიგება დაარღვია. ოქტომბრის დასაწყისში, მან თქვა, რომ მზადაა, კვლავ იყიდოს Twitter-ი თავდაპირველად დათქმულ თანხად - 44 მილიარდ დოლარად.