ინფლაციამ ივნისის თვის მონაცემებით, 12.8% შეადგინა. მათ შორის ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული.
რა მოლოდინებია სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მიმართულებით, განსაკუთრებით საწვავის გაძვირების ფონზე? ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა. მისი თქმით, ნავთობის ფასის ცვლილება ნებისმიერ პროდუქტზე პირდაპირპროპორციულად აისახება, ამასთან პროდუქტების ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დიზელის გაძვირებაც, რომლის გადაზიდვებში მოხმარება მაღალია.
მისივე განმარტებით, პირველადი მოხმარების პროდუქტების კუთხით, საქართველო მეზობელ ქვეყანაზე - რუსეთზეა დამოკიდებული და რუბლის გამყარება იმ პირობებში, როცა იმპორტიორების უმრავლესობას სწორედ ამ ვალუტაში უწევს ვაჭრობა, ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
“სასაქონლო სურსათზე ფასი საშუალოდ 23%-მდე არის გაზრდილი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პურ-პროდუქტების ღირებულების ზრდაც, რომელიც 33% აღწევს. ეს დიზელის საწვავის გაძვირებით გამომდინარეობს, რადგან საწარმოები სამუშაოებს მძიმე ტექნიკით ატარებენ, ამას კი დიზელი სჭირდება. ასევე მეზობელ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული და გვიწევს ზეთის, წიწიბურას, პირველადი მოხმარების პროდუქტების შემოტანა. რუბლია გამყარებული და ეს ფასებზე ნეგატიურად აისახება, რადგან იმპორტიორებს ხშირად რუბლში ვაჭრობა უწევთ. თურქეთშიც ინფლაცია 80%-მდეა. ამ ორ ბაზარზე დამოკიდებულები ვართ.
კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ იმ პროპორციით არ გაძვირდეს პროდუქტის ფასები, რაც რეალურად უნდა იყოს. თუმცა გაძვირების გარდა, არსებობისთვის სხვა გზა არ აქვთ, სხვაგვარად ბაზარზე კონკურენციაც არ იქნება”, - განმარტავს ივა ჭყონია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი