10.ივლისი .2020 11:08

"კომუნიკაციების კომისიის ინიცირებულ კანონპროექტზე კითხვები უსაფუძვლოა"- პრემიერი

"კომუნიკაციების კომისიის ინიცირებულ კანონპროექტზე კითხვები უსაფუძვლოა"- პრემიერი
views 927
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ყველანაირი კითხვის ნიშნები უსაფუძვლოა.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

პრემიერი გამოეხმაურა კანონპროექტთან დაკავშირებით სატელეკომუნიკაციო კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის და დარგის სხვა წარმომადგენლების კრიტიკას და კითხვის ნიშნებს და თქვა, რომ „ყველა კითხვის ნიშანი უსაფუძვლოა“.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, კანონპროექტი მედიის თვალსაზრისით არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მე როგორც ვიცი, კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც არამხოლოდ მათი მფლობელეი, არამედ სახელწიფოც პასუხისმგებელია, ასე რომ ვიდრე ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრული საკანონმდებლო ბაზა გვექნება, მანამდე უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.