მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომუნიკაციის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვნია... ყველას და განსაკუთრებით ბიზნესს სჭირდება ეს"

5e1b0f39d7042
თათია ჩაფიჩაძე
12.01.20 16:49
1182
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე 2019 წლის მთავრ გამოწვევებში რეგულაციების გავლენას ეკონომიკაზე და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ასახელებს.

მისი შეფასებით პოლიტიკურმა პროცესებმა საინვესტიციო გარემოზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

„მთელი წელი ნოემბრამდე აქტიურად ვიყავით ჩართული ბიზნესთან კომუნიკაციაში და ორი მთავარი გამოწვევა იყო - რეგულაციები და მისი გავლენები. ყველა რეგულაცია გარკვეული ტვირთია ბიზნესისთვის ხარჯების თვალსაზრისით და მეორე პოლიტიკური სტაბილურობა. ჩვენ გვახსოვს მოვლენები, რომლებმაც მთლიანობაში განწყობებზე მოახდინა გავლენა და ეს ყოველთვის აისახება საინვესტიციო აქტივობებში“ - აღნიშნა ლექვინაძემ.

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას მან ბიზნესთან მთავრობის კომუნიკაციის საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია.

„იყო საკითხები სადაც იყო კომუნიკაცია, მაგრამ შედეგი ნაკლებად გვქონდა, მაგალითად ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით. თუმცა ისეთებიც იყო სადაც კომუნიკაცია აისახა ეფექტურ გადაწყვეტლებებში. ვფიქრობ რომ გახარიას მიდგომაც ეს არის, რომ მას აქვს პოზიტიური გამოციდლება ბიზნესთან ურთიერთობაში და არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილშიც.

გაუმჯობესება კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვნია. ყველას და განსაკუთრებით ბიზნესს სჭირდება ეს.“ - განაცხადა ლექვინაძემ.