მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონცენტრირება არა - ღვინის მოცულობაზე, არამედ ხარისხზე უნდა გავაკეთოთ" - მეღვინეობა "ლუკასი"

5e4d0f1bdf4f9
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.20 09:50
2122

"კონცენტრირება არა - ღვინის მოცულობაზე, არამედ ხარისხზე უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ მეღვინეობა „ლუკასის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ქეთევან გერსამიამ ქართული ღვინის ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე პოზიციონირების შესახებ საუბრისას განუცხადა.

როგორც ღვინის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო უფრო ცნობილი გახდეს, საჭიროა, ხარისხიანი ბრენდების აქცენტირება.

„როდესაც საუბარი ქართულ მეღვინეობას ეხება, ჩემი დიდი სურვილია, ორიენტირი არ კეთდებოდეს ბოთლების რაოდენობაზე, წარმოებული ღვინის მოცულობასა და იმაზე, რამდენი ბოთლი გადის ექსპორტზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხარისხზე და კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ე.წ. ღვინის ბრენდებზე. თუნდაც მეღვინეობა „ლუკასი“ ან სხვა რომელიმე მეღვინეობა რომ ავიღოთ და მასზე გავაკეთოთ აქცენტი და მისი კარგი პროდუქტით გავხადოთ ჩვენი ქართული ღვინო ცნობილი.

ჩვენი წლიური წარმოება, დაახლოებით, 20 000 ბოთლია, თუმცა მცირე რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ ხელი არ შეგვშლია რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენმა ღვინო „როზემ“ იაპონიაში ორმაგი ბრილიანტის ჯილდო აიღო. ჩვენი ღვინის შესახებ დაიწერა სხვადასხვა ცნობილ ჟურნალებში, ჩვენი ღვინო არის შეტანილი საფრანგეთსა და ბრიტანეთში ძალიან ცნობილ რესტორნებში - ასეთი მიღწევები ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენი ბოთლი გავა ექსპორტზე“, - განაცხადა ქეთევან გერსამიამ და დასძინა, რომ ექსპორტს მათ გაყიდვებში 50%-იანი წილი უკავია.