24.იანვარი .2020 12:10

"კონგრესმენებთან დაკავშირებით აშკარად კომუნიკაციის უზუსტობაა", - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

views 305
უკან

კონგრესმენებთან დაკავშირებით არის აშკარად ინფორმაციული და კომუნიკაციის უზუსტობა, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი კონგრესმენების მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ წერილს, რომელშიც მათ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ვარდნის და მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკეს.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ქართული სახელმწიფოსთვის და რაც შეეხება ინვესტორთან ურთიერთობას, თქვენ იცით, რომ არაერთხელ მოხდა იმ ვალდებულებების გადავადება იმისათვის, რომ ინვესტორს შეძლებოდა აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ეს სამწუხაროდ ვერ მოხდა, თუმცა ფაქტი არ ცვლის სახელმწიფოსთვის ამ პროექტის პრიორიტეტულობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი შედგეს უკვე ახალ პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, კონგრესმენებთან დაკავშირებით არის აშკარად ინფორმაციის კომუნიკაციის უზუსტობა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გარკვეული საკითხები არ არის იმ ჭრილში განხილული, როგორც ამას რეალურად ჰქონდა ადგილი.

"მე ვერ გეტყვით შეცდომაში შეიყვანეს, თუ რასთან გვქონდა საქმე რეალურად, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ინვესტორს 7-ჯერ მიეცა ვადა იმ ვალდებულებების შესრულებისთვის, რაც იყო ორმხრივად გაწერილი სახელმწიფოს და ინვესტორს შორის, რაც სამწუხაროდ ვერ შესრულდა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ვინ იქნება ინვესტორი, თუმცა იქნება ისეთი, ვინც განახორციელებს ამ პროექტს ისეთს, როგორიც საქართველოსთვის არის საჭირო", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა