ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს.
BMG ბიზნესმენების პოზიციით დაინტერესდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, გარკვეული საკითხებით დაინტერესდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიზნესს ვერავინ უკარნახებს, რამდენი უნდა იყოს მისი მოგების მარჟა.
„ღარიბაშვილი პრემიერია და ნებისმიერ დროს აქვს უფლება, ქვეყანაში არსებული სიტუაციით დაინტერესდეს. ყველა იმპორტიორმა უნდა გაითავისოს ეს მითითება და განცხადება. პირადად მე, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მას წამლების გაიაფების გამო. რაც შეეხება საწვავის ფასების საკითხს, სანამ კონკურენციის სააგენტო მოკვლევის შედეგებს არ გამოაქვეყნებს, იმპორტიორებს ნუ გავლანძღავთ. ბიზნესს აქვს უფლება, იმ ფასად გაყიდოს საწვავი, რა ფასადაც უნდა, ამას ვერავინ უკარნახებს", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
BMG-ს კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიებს საწვავის კიდევ გაიაფების საშუალება, ვახტანგ იობაშვილი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს.
„მოდით, კონკურენციის სააგენტოს დაველოდოთ. შეისწავლოს რამდენით შეგვიძლია ან შეგვეძლო გაიაფება. ისე, მოგების პროცენტი რომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ კომპანიას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში, ვერ იარსებებს. რამდენია ეს მოგების მარჟა, დაველოდოთ კონკურენციის სააგენტოს, ის ამ ყველაფერს სამსჯავროზე გამოიტანს. ზოგადად, კომპანიებმა ქვეყანაში რუსული საწვავის შემოტანით დიდი საქმე გააკეთეს. რუსეთიდან პროდუქტის შემოტანით, საკმაოდ დიდი ფასდაკლება მივიღეთ ქვეყანაში“,-აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი