13.მაისი .2020 23:20

"კონკურენტები ვართ, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლაში ერთ მხარეს აღმოვჩნდით”- რითეილ ასოციაცია

views 382
უკან

“ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრებისას წარმოდგენილი ჩვენი რეკომენდაციები თითქმის ყოველთვის გათვალისწინებულია”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა.

მირანდა მანჯგალაძე გადაცემაში საუბრისას აღნიშნავს, რომ ასოციაციამ ერთი წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება.

“Covid-19-მა ასოციაციის წევრები განსაკუთრებით დაგვაახლოვა. ჩვენ უნდა გაგვეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთისთვის, რათა ყველას შეგვესრულებინა ვალდებულებები. ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლაში ერთ მხარეს აღმოვჩნდით”,- გვიყვება რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე.

მისი თქმით, ასოციაციის აქტივობა ქმედითია. “რომ არ ყოფილიყო ქმედითი, ჩვენ ვერ მოვიდოდით აქამდე”,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა