15.აგვისტო .2019 15:44

"კონტის" მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ კონსორციუმმა გაიმარჯვა ტენდერში"

views 233
უკან

"თავის დროზე "კონტი ჯგუფის" მონაწილოება იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ კონსორციუმმა გაიმარჯვა ტენდერში", - ამის შესახებ bm.ge-თან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ განაცხადა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ "კონტის" მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვების შესახებ ინფორმაცია მათაც დღეს შეიტყვეს და კონსორციუმს აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ მათთვის შეტყობინება არ გაუგზავნია.

კითხვაზე იმოქმედებს, თუ არა კონტის გასვლა პროექტზე, იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერში კონსორციუმის გამარჯვების მნიშვნელოვანი წინაპირობა პროექტში ამერიკული მხარის მონაწილოება იყო, ჯავახაძე ასე პასუხობს:

"კონტრაქტი ითალისწინებს სხვადასხვა სცენარს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას იღებს სამთავრობო კომისია, სადაც ყველა ძირითადი მინისტრია თავმოყრილი და რომლის თავმჯდომარე პრემიერ–მინისტრია.

იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს სრული სურათი, "კონტი" ვისზე ყიდის აქციებს, ყიდის თუ არა, ესეც არ ვიცით. ამ საკითხზე ჩვენ ინფორმაცია არ მიგვიღია. რაიმე საბოლოო შეფასების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს შექმნის არასწორ მოლოდინს.

სამწუხაროდ, ინფორმაცია ტელევიზიით გავიგეთ, მაგრამ დამატებით დეტალებს მოვიპოვებთ და მას შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას", - აცხადებს დავით ჯავახაძე.

შეგახსენებთ, "კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის აქციონერთა ბორდის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. მანამდე ჯგუფმა კონსორციუმის მენეჯმენტი 2018 წლის 6 დეკემბერს დატოვა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა