მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის მოდელზე ვმუშაობთ" - თამარ გაბუნია

5f69e64cb9c0f
ინგა მურუსიძე
22.09.20 16:09
498
"ჯანდაცვის სამინისტრო ბინაზე კორონავირუსის მკურნალობის მოდელზე მუშაობს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარაში პაციენტების ნაწილი უკვე ბინაზე მკურნალობს და მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს.

„არის აპრობირებული მოდელი ბევრ ქვეყანაში და ჩვენც, ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რაც საშუალებას მოგვცემს დაავადება ბინაზე ვმართოთ. რა თქმა უნდა, შესაფერისი საყოფაცხოვრებო პირობები უნდა არსებობდეს ბინაში, ასევე, უნდა იყოს იზოლაციის შესაძლებლობა და  ოჯახის სხვა წევრისთვის დაავადების გადადების რისკი არ უნდა არსებობდეს. კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე ხშირად იძლევა შესაძლებლობას, პაციენტი დარჩეს ბინაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 მოქალაქე გარდაიცვალა.