24.სექტემბერი .2020 14:07

"კორონავირუსის ინციდენტობის მაჩვენებელი 5%-ს მიუახლოვდა" - ამირან გამყრელიძე

views 728
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის გაცხადებით, ინციდენტობის მაჩვენებელი 5%-ს მიუახლოვდა.

გამყრელიძის განმარტებით, მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა, მაგრამ პროცესი სრულად მართვადია.

„ბოლო 14 დღის განმავლობაში შემთხვევათა ზრდის გამო საშუალო ინციდენტობის მაჩვენებელი გვაქვს 4.96, ანუ მივუახლოვდით 5%-იან ზღვარს. ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ პროცესი სრულად მართვადია. ზრდა ძირითადად არის აჭარის ხარჯზე, თუმცა სხვა რეგიონებშიც იზრდება მაჩვენებლები. ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი, თუმცა საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად გადასულია ინფექციის მართვის უკვე სხვა პრინციპზე - არა მხოლოდ ჩაკეტვები და ღონისძიებების გამკაცრება, არამედ ეკონომიკური გახსნის ბალანსირებული მიდგომა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მწვანე ზონის ქვეყნის სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინციდენტობის მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია, თუ 5%-ს გადააჭარბა, საქართველო ყვითელი ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.