10.სექტემბერი .2020 12:16

"კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება" - გიორგი გახარია

views 694
უკან

კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„შემთხვევათა მატება პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდემილოგიური ვითარება ნელ-ნელა იცვლება, თუმცა როგორც ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით, შემოდგომას და ეს პროცესი იწყება. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა მიყვება სტრატეგიას და დღეში საშუალოდ 10 ათასი PCR ტესტი გაკეთდება.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა