12.მარტი .2020 14:27

"კორონავირუსის მქონე ყველაზე მძიმედ მყოფი პაციენტის მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა"

views 408
უკან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ყველაზე მძიმედ მყოფი პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა და არის მცირედი გაუმჯობესება.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ, ვითარება სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი, მათგან 5-ს პნევმონია აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა