20.მარტი .2020 14:06

"კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა"

views 342
უკან

ინფიცირებული ბოლო სამი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მცირე რაოდენობის კონტაქტი ჰყავთ, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში განაცხადეს, სადაც აღნიშნული მოქალაქეები არიან განთავსებულნი.

"მინიმალური კონტაქტები არსებობს და ადამიანები კარგად არიან. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი კულტურა და მათი იდენტიფიცირება ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოხდა. პაციენტებს აქვთ ტემპერატურის მცირედი მატება, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მოგზაურობდნენ, რამდენიმე ქვეყანა და შესაბამისად, აეროპორტი აქვთ გამოვლილი", - განმარტავენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 43 მოქალაქე, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.