მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსით ინფიცირებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია" - მარინა ეზუგბაია

5e81955a99b75
ინგა მურუსიძე
30.03.20 10:45
866
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დილის მონაცემებით, 97 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 47 არის ჩვენთან, შემოგვემატა ერთი ადამიანი და წყარო არის ინგლისი. ბოლოს ინფიცირებული ყველა პაციენტი არის მათი კონტაქტი, ვინც უკვე მკურნალობს. ჩვენ გვყავს 4 მძიმე ავადმყოფი, მათგან ორი კრიტიკულია, თუმცა - სტაბილური. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა სტაბილურად ჩაითვლება. სულ 5 ბავშვი გვყავდა, მათგან ორმა დატოვა კლინიკა, ხოლო სამი კვლავ განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, მათგან ნაწილის გამოჯანმრთელებას ელოდებოდნენ, თუმცა ტესტის შედეგად გამოჩნდა, რომ „მათთან კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა“.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-ს შეადგენს, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ავსტრიის ორი მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება საქართველოს - 4876 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.