19.მარტი .2020 10:48

"კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთი პირი 80 წელს გადაცილებულია"

views 369
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდაან ერთი 80 წელს გადაცილებულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 32 პაციენტი იმყოფება, მათგან 1 არის ბინაზე გაწერილი, ხოლო 3-ის მდგომარეობა სერიოზულია.

„ჩვენთან დაფიქსირებულია 32 ინფიცირებული პაციენტი, მათგან 1 გაწერილია ბინაზე, ხოლო 3 არის პრობლემური, სამიდან ერთი არის რისკიანი, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის. მას აქვს თამხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგვიმძიმდეს მდგომარეობა და პროგნოზი შეიძლება იყოს არასაიმედო. კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, რადგან მათგან ერთს აქვს ჰიპერტონია, ხოლო მესამეს ამ ეტაპზე ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აქვს, მაგრამ ტომოგრაფიით მაჩვენებელი გაუარესებული გვქონდა. ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიური დაკვირვება არის საჭირო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 80 წელზე მეტი ასაკის მქონე პაციენტი ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 40 მოქალაქე.