30.იანვარი .2020 13:20

"კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა მწვანე, დაბალი რისკის მქონე ზონაშია", - ამირან გამყრელიძე

უკან

კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა მწვანე, დაბალი რისკის მქონე ზონაშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის წინააღმდეგ სერიოზული მომზადება არის საჭირო, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის.

„გვესმის, რომ დღეს არის გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი, მაგრამ რისკის ზონაში არიან ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ჩინეთში მოგზაურობის ანამნეზი. ჩვენ ვაძლიერებთ მატერიალურ და ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, გუშინ იყო აჟიოტაჟი ბავშვზე, ასევე ორი შემთხვევა გახმაურდა ბათუმიდან, მოხდა ყველა შემთხვევის გამოკვლევა და არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ გამოვლინდა. ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს კორონავირუსის ოცივე ქვეტიპის ლაბორატორიულად გამოვლენის შესაძლებლობა, ვმოქმედებთ გამორიცხვის მეთოდით, თუმცა გვაქვს კონტაქტი ქვეყნებთან, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ, ისინი დაგვეხმარებიან და იმედი გვაქვს, რომ მომავალი კვირიდან ლაბორატორიულად ამის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა