21.მარტი .2020 11:34

"კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სრულად კონტროლირებადია"

views 209
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი, შემთხვევების მატება არის ნელი, სამი დამატებითი შემთხვევა დადასტურდა გუშინ ღამით. ზოგადი მდგომარეობა არის მართული. მკაცრი ზომები სოციალური დისტანცირების კუთხით დღესაც ძალაშია და კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან დღესაც ეს არის მთავარი ბერკეტი, იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავება ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა