23.მარტი .2020 12:56

"კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება ქვეყანაში 25 მარტიდან დაიწყება" - ეკატერინე ტიკარაძე

views 1925
უკან

სწრაფი ტესტების გაკეთება ქვეყანაში 25 მარტიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტების რაოდენობა იქნება იმდენი, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვას ეყოფა.

„ხვალ ველოდებით ქვეყანაში სწრად ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემილოგებს, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად, ხვალ ველოდებით, 27-ში და ბოლო შემოტანა იქნება 5 მარტისთვის. რაოდენობა არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს დიდი რაოდენობით ჯგუფების გატესტვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა