ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი გავლენების მქონე პირების მიერ დაიბლოკა ინიციატივა წიაღისეულის სექტორში ბრიტანელი და კანადელი ინვესტორების შემოყვანის თაობაზე. ქობულიას თქმით, რამდენჯერაც დაგეგმა ამ საქმის მთავრობის დღის წესრიგში დაყენება, იმდენჯერ მოხდა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება. ყოფილი მინისტრი ამბობს იმასაც, რომ მას შემდეგ კონკრეტული კომპანიების ინტერესის სასარგებლოდ ლობირება და კორუმპირებულობაც დააბრალეს.
"მინისტრობის რამდენიმე თვე მწარედ ვიბრძოდი, რომ მოგვეყვანა უცხოელი ინვესტორები ჩვენი წიაღისეულის სექტორში. წიაღი არის ერთ-ერთი კარგი სექტორი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვეყანამ ეკონომიკის გასაზრდელად. მადნების მოპოვება ვალუტის მიღების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა.
სწორედ აქ მინდოდა რომ შემოსულიყვნენ ინგლისური კომპანიები, კანადური კომპანიები რათა რეპუტაცია აემაღლებინათ საქართველოში ამ სფეროსი და კვალიფიკაციაც გაეზარდათ ადგილობრივი მუშა-ხელის.
ამასთან დაკავშირებით წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან.
იცით, რომ პროექტები უნდა დამტკიცდეს მთავრობაზე გატანით. იქ ჩახსნიდნენ გადაავადებდნენ, მეორედ, მესამედ და ასე შემდეგ. მე ბოლომდე არ მესმოდა რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მითხრეს - “რა გინდა შენ რატომ იბრძვი ამ კომპანიების შემოსაყვანად? - ვიცით რატომ იბრძვი, ალბათ კერძო ინტერესი გაქვს მათთან დაკავშირებითო” - კორუმპირებულობა და ამ კომპანიებთან გარიგება დამაბრალეს,"- განაცხადა ქობულიამ.
ამასთანავე, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, როგორიცაა რკინიგზა და ელექტროსისტემა "სქემისტების" გავლენების ქვეშაა. ქობულიას თქმით, კორუფციული გარიგებების შენარჩუნების მიზნით, ეს "სქემისტები" ელექტროენერგიის ბაზრის და სარკინიგზო გადაზიდვების ბაზრის რეფორმირებას ეწინააღმდეგებიან.
გიორგი ქობულია - კორუფციის შესახებ:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის