"კოვიდი" განფასდება, როგორც ჩვეულებრივი ნოზოლოგია - ამის შესახებ "ევექსის ჰოსპიტლების" დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ პანდემიის დიდი პიკი აღარ მოხდა, ყველა მულტიპროფილური საავადმყოფო მომავალში "კოვიდის" მართავს ჩვეულებრივი ნოზოლოგიით შეძლებს.
„ამ ეტაპზე კოვიდმიმღები კლინიკა აღარ ვართ. სახელმწიფო ახლა კოვიდის დატარიფებაზე მუშაობს. თუ აქამდე საავადმყოფოების და საწოლფონდის ქირაობა ხდებოდა, ახლა „კოვიდი“ განფასდება, როგორც ჩვეულებრივი ნოზოლოგია და ყველა მულტიპროფილური საავადმყოფო მომავალში, არსებობის შემთხვევაში, მას ჩვეულებრივ, როგორც მორიგ ნოზოლოგიას, ისე მართავს. თუ კიდევ პანდემიის დიდი პიკი არ დაიწყო და რიცხვები არ გაზიარდა“, - განაცხადა მან.
მინდიაშვილის თქმით, დღემდე სახელმწიფო ფიქსირებულ თანხას იხდიდა, როდესაც საწოლფონდს არეზერვებდა. "მაგალითად ჩვენი ერთ-ერთმა მსხვილმა ჰოსპიტალმა, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა, რომელიც მულტიპროფილური მიმღები იყო და პანდემიის დაწყებამდე კარდიოლოგიურ, ნეიროქირურგიულ, ზოგადი ქირურგიის და ა.შ მომსახურება ჰქონდა, სახელმწიფოსთან შეთანხმებით ყველა სერვისის მიწოდება შეაჩერა და სახელმწიფო მოცდენილ საწოლში ყოველდღიურად ფიქსირებულ თანხას იხდიდა. ამ ქირაში შედიოდა ექიმის ხელფასი, კომუნალური და ა.შ რომელსაც ჩვენ ვიხდიდით და შემდეგ თითოეულ პაციენტზე ხდებოდა ანაზღაურება მხოლოდ კვლევების და სახარჯი მასალის, რომელიც კონკრეტულ პაციენტზე დაიხარჯებოდა“, - განმარტავს გიორგი მინდიაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური შემთხვევების და კლინიკებში განთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. 12 აპრილს ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 348 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 234 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 378 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 214, აჭარაში - 21, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 14, იმერეთში - 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი