მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოვიდკლინიკებში საწოლების დამატების საშუალება გვაქვს" - თამარ გაბუნია

60757298b15f8
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 14:37
332
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის კოვიდით ინფიცირების მაჩვენებლების ზრდასთან ერთად კოვიდკლინიკებში საწოლების დამატების საშუალება გვაქვს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა.

„დღეისთვის კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი. ეს მიმდინარე პროცესია და იმის მიხედვით თუ რა საჭიროება იქნება კოვიდკლინიკებში საწოლების დამატების საჭიროება არსებობს, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში ფუნქციონირებს და მალე შეუძლიათ დაუბრუნდნენ კოვიდის მართვის მდგომარეობას. ჩვენ 21 აპრილიდან დაგეგმილი გვქონდა დემობილიზაცია, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ, კოვიდის მართვის რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნოემბერ-დეკემბერში არსებულ მაჩვენებლებს არ მიუახლოვდეს, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების და ბიზნესგარემოში წესების დაცვა და ასევე გაფართოებული ინტენსიური ტესტირება.

„ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ ინფიცირებულების უპრეცედენტო რაოდენობა გვქონდა - დღეში 5 000-ზე მეტი შემთხვევა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიის გავრცელების ამ დონემდე არ მივიდეთ და მხოლოდ ის არ არის მთავარი რამდენი საწოლი გვექნება და ადამიანური რესურსი იქნება თუ - არა. სამედიცინო დახმარების მიუხედავად გამოსავალი ხშირ შემთხვევაში არაკეთილსაიმედოა და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაახლოებით, 1% ლეტალური გამოსავლით მთავრდება“, - თქვა თამარ გაბუნიამ.