24.აპრილი .2020 15:36

"კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი" - გახარია ზიარების კოვზზე

views 588
უკან

კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „TV პირველის“ კითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ზიარების კოვზი იყოს ინფიცირების წყარო.

„აშკარაა, რომ ისევე, როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება თავის დაცვის, ეხება ამ საკითხსაც. რა თქმა უნდა კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ ეს საკითხი მეცნიერულ კვლევას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა