"კრედო" და "ფინკა" ბანკი ერთმანეთს შეერწყნენ. ოქტომბრის ბოლოს სებ-ის პრეზიდენტმა "ფინკას" ლიკვიდაციის ბრძანება გამოსცა და მისი აქტივები 100%-ით "კრედო ბანკს" შეერწყა.
საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, გაერთიანებული ბანკის აქტივების ზომა 1.73 მილიარდი ლარია, რითიც ის საბანკო სისტემაში მეხუთე ადგილს იკავებს. ამ აქტივებში უდიდესი ნაწილი თავად "კრედო ბანკზე" მოდის, რადგანაც შერწყმამდე "ფინკა" ბანკს 290 მილიონი ლარის აქტივები და 224 მილიონის საკრედიტო პორტფელი ჰქონდა.
თავად "კრედო ბანკი" ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი მომსახურების ქსელით არის წარმოდგენილი და მას 80-ზე მეტი ფილიალი და სერვის-ცენტრი აქვს.
2014 წლიდან "კრედო ბანკის" მფლობელები საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმია, რომლის წევრებიც არიან: Access Microfinance Holding AG, Triodos Investment Management and ResponsAbility. "ფინკა ბანკის" შერწყმის პროცესში "კრედოს" ინვესტორთა რიცხვს შეემატა PROPARCO (Groupe Agence Française de Développement)-იც.
გარიგების შედეგად, საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი