მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრემლის მედია-მანქანას RT-ის და "სპუტნიკს" ავკრძალავთ" - ფონ დერ ლეიენი

621bb27650eea
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.22 21:05
884
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს კრემლის მედია აპარატის EU-ს ტერიტორიაზე საქმიანობა.

"ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანის საქმიანობას ევროკავშირში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ პუტინის ომის გასამართლებლად ტყუილების გავრცელებას.

ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით," - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ EU მკაცრ სანქციებს დაუწესებს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს, რომელიც ბელარუსის ეკონომიკის ძირითადი სექტორების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთ წევრ ქვეყნებში უკრაინიდან დევნილთა მიღების მზაობაზეც.