მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიპტობაზრის წილით საქართველოში პირველ ადგილს Binance-ი იკავებს" - რეგიონული მენეჯერი

62e64ee280e18
გიორგი არონია
31.07.22 17:30
1268
მსოფლიოში უდიდეს კრიპტობირჟა - Binance-ს 120 მილიონი მომხმარებელი მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში ჰყავს, რომელთაგან 80-ში, ჩინური კრიპტობირჟა ბაზრის წილით პირველ ადგილს იკავებს. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც, სადაც Binance-ი ბაზრის წამყვანი მოთამაშეა, - ამის შესახებ კრიპტობირჟის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში ვლადიმირ სმერკისმა BMG-ის განუცხადა.

„მსოფლიოში დაახლოებით 120 მილიონი მომხმარებელი გვყავს. ისე კი, ჩვენს წამყვან 100 სახელმწიფოს შორის 80-ში, ბაზრის წილით პირველ ადგილს ვიკავებთ, მათ შორის საქართველოში. რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია კრიპტოტექნოლოგიის ათვისების მიმართულებით, რაც მარეგულირებლებისა და ხელისუფლების მხრიდან არსებული თანამედროვე მიდგომისა და დიდი კომუნის [დამსახურებაა]“, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ვლადიმირ სმერკისმა BMG-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: Binance-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოში კრიპტობირჟის მიერ ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, რომელიც 28 ივლისს გაიმართა, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის აღმასრულებელი მენეჯერები და კრიპტოტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.